03 მაისი 2024,   18:09
ვრცლად
"მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტს არ შეშლოდა ხელი" - ”ანაკლიის კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ხაზარაძე ჯაფარიძის გადადგომაზე 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. 

კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, საკადრო ცვლილება ბოლო პერიოდში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულმა პროცესებმა განაპირობა. კერძოდ, მათ არ სურდათ დაწყებულ გამოძიებას და გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განვითარებისთვის, ხელი შეეშალა. 

„იმიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ პროექტს არ შეშლოდა ხელი იმის გამო, რომ მათ წინააღმდეგ არის წამოწყებული ეს უსაფუძვლო ბრალდებები, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია, როცა ესეთი ბრალდებებია წაყენებული ადამიანზე, მან რომ წარმოადგინოს კომპანია და შეძლოს მთავრობასა და ჩვენს შორის მოლაპარაკებების სრულყოფილად ჩატარება. მთავრობასთან მოლაპარაკებები განახლდება სექტემბრის დასაწყისშივე, მანამდე ჩვენ მოვანდომებთ ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმის კურსში ჩაყენებას და მათ ინფორმირებას და მომზადებას. ამიტომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ექნება თუ არა ამას ცვლილებები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოზიტიური იქნება ჩვენი დამფუძნებლების მიერ გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უცხოელები ანაცვლებენ. ხაზარაძე-ჯაფარიძემ საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღეს. თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი შეასრულებს.

საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი თედ ჯონასი და „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

დღის ამბები