04 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
ქაშმირის რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მოხსნა - პაკისტანი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს

პაკისტანი ინდოეთის გადაწყვეტილებას ქაშმირისთვის განსაკუთრებული სტატუსის მოხსნის შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს და საკითხის დაყენებას გაეროს უშიშროების საბჭოზე გეგმავს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ინდოეთის ხელისუფლება სადავო რეგიონში ეთნიკურ წმენდას განახორციელებს.

]ინდოეთმა ქაშმირს განსაკუთრებული სტატუსის პრივილეგიები რამდენიმე დღის წინ მოუხსნა და რეგიონში დამატებით 8 ათასი სამხედრო შეიყვანა.  ამ დრომდე რეგიონში შეზღუდულია მობილური და ინტერნეტკავშირი.

პაკისტანიც და ინდოეთიც ქაშმირს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა ორივე მათგანი რეგიონის მხოლოდ ნაწილს აკონტროლებდა.

დღის ამბები