04 მაისი 2024,   14:26
ვრცლად
პატიმარმა, რომელმაც ბრაზილიის ციხიდან გაქცევა ქალიშვილის ტანსაცმელში გადაცმულმა სცადა, თავი მოიკლა 

ბრაზილიელი ნარკომოვაჭრე, რომელმაც ციხიდან გაქცევა ქალიშვილის ტანსაცმელში გადაცმულმა სცადა, გარდაცვლილი იპოვეს.

ჩამომხრჩვალი ცხედარი საკანში აღმოაჩინეს. საპატიმროს ადმინისტრაციის ცნობით, 42 წლის პატიმარმა თავი მოიკლა.

ნარკოლიდერმა რიო დე ჟანეიროს ციხიდან გაქცევა რამდენიმე დღის წინ სცადა. დაკავების დროს მას 19 წლის შვილის ტანსაცმელი ეცვა, თავზე პარიკი, სახეზე კი სილიკონის ნიღაბი ეკეთა. პატიმარს 73 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დღის ამბები