02 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
ივანიშვილისთვის პირველივე დღიდან იყო ამოცანა, რომ სრული მონოპოლია დაემყარებინა მსხვილ მედიასაშუალებებზე - გიგა ბოკერია 

ოპოზიცია ნიკა გვარამიას, ასევე "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის დაბარებას პროკურატურაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული შტურმის გაგრძელებას უწოდებს. ოპონენტები აცხადებენ, რომ  ხელისუფლებამ „რუსთავი 2-ის" შემდეგ შეტევა კიდევ ერთი კრიტიკული ტელეარხის წინააღმდეგ დაიწყო.

ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება განსხვავებული აზრის განადგურებას დაშინების გზით ცდილობს.  ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი თვიდანვე იყო, რომ სრული მონოპოლია დაემყარებინა მედიასაშუალებებზე.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი

 „ივანიშვილისთვის პირველივე დღიდან იყო მთავარი ამოცანა, რომ მას სრული მონოპოლია დაემყარებინა ეროვნული დონის, ანუ მსხვილ მედიასაშუალებებზე. ახლა გასცდა ამ ამოცანას. ახლა სამწუხაროდ, იმ ამბის შემდეგ, რაც მოხდა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, ის „სწორად“ არის შეწუხებული საკუთარი პოლიტიკური მომავლით და აქვს ილუზია, რომ ასეთი რეპრესიული ნაბიჯებით, გვარამიას წინააღმდეგ ან ბატონი წერეთლის წინააღმდეგ შეძლებს დაკომპენსირებას იმ უმძიმესი ვითარების, რაშიც პოლიტიკურად აღმოჩნდა ის და მისი გუნდი, მისივე პოლიტიკის შედეგად და განსაკუთრებით, ბოლო მოვლენების დროს. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში ქვეყნისთვის, არა გვარამიასთვის ან წერეთლისთვის მხოლოდ, ამ ტიპის ნაბიჯები ქვეყანას უბიძგებს სახიფათო რადიკალიზაციისკენ,“ - ამბობს გიგა ბოკერია.

დღის ამბები