01 მაისი 2024,   00:39
ვრცლად
სრული თანხვედრაა ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში - გრიგოლ ვაშაძე

სრული თანხვედრაა ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და რუსული დიპლომატიის ნარატივში -გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ვაშაძის თქმით, აგვისტოს ომის 11 წლისთავი მოქმედმა ხელისუფლებამ არა სამხედროებისადმი პატივისცემის გამოსახატად, არამედ საკუთარი სამომავლო პოლიტიკისთვის გამოიყენა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის თანხვედრაში.

„გუშინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ თარიღს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა იმისთვის, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ "თვალსაჩინო"  პირებმა ეს თარიღი იმისთვის გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოსთვის დაეკისრათ. აი, ამ მიდგომას შეიძლება საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაცია არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში,“ - განაცხადა ვაშაძემ. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის თქმით, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია ზუსტად იმიტომ დაიწყო, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამან მოსახლეობას საშუალება მისცა, ომის ზონა დაეტოვებინათ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველომ ყველა ზომა გამოიყენა, რომ ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო. მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული იყო უკვე ივლისის ბოლოს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები