03 მაისი 2024,   19:12
ვრცლად
11 წელი აგვისტოს ომიდან - ქუთაისის მერიამ ომში დაღუპული გმირების ოჯახებს 1000 ლარი ჩაურიცხა

11 წელი აგვისტოს ომიდან -  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ქუთაისში აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს. გარდაცვლილების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა და მისმა მოადგილეებმა, ქუთაისის ვიცემერმა და მისმა მოადგილემ. 

მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ცხრავე ოჯახს, რომელთა ოჯახის წევრებიც რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ, ქუთაისის მერიამ ათას-ათასი ლარი ჩაურიცხა.

სასულიერო პირებმა მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისიც გადაიხადეს.

დღის ამბები