04 მაისი 2024,   06:20
ვრცლად
"ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს გამოკითხვაზე, ეს არის სრული იდიოტიზმი" - „ტვ პირველის“ მფლობელი

„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას რამდენიმე წუთში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. დაკითხვაზე პროკურატურაში ორი დღის წინ დაიბარეს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი თქვა. 

„სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი და ამიტომ, ახლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ის, ახლა რაც ხდება საერთოდ ამ საქმესთან მიმართებაში თუ უნდათ, რომ ხალხმა დასცინონ ამ ქეისს....“ - ამბობს ვატო წერეთელი. 

ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველის“ თანამშრომლებთან და საკუთარ ადვოკატთან ერთად მივიდა.  

"თიბისის" დამფუძნებლებთან ერთად 11 წლის წინანდელ ფინანსურ ოპერაციაში, რომლის გამოძიებაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, "TV პირველის"  100-პროცენტიანი წილის მფლობელიც ფიგურირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები