30 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
ძალიან რთულია ამ ადამიანების მოტივაციაზე საუბარი, ვინც რუსულ 08.08.08-ზე საუბრობს - ნოდარ ხარშილაძე

რატომ აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის წლისთავს კრემლის მიერ დაწესებული თარიღით 8 აგვისტოს, ანალიტიკოსებს პასუხის გაცემა უჭირთ. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის განცხადებით, ის ვერ დაიჯერებს, რომ ომის დაწყების თარიღი მთავრობის წევრებმა არ იციან. ნოდარ ხარშილაძის თქმით, მას უჭირს ახსნა, რა მოტივაცია ამოძრავებთ ხელისუფლების წევრებს, როდესაც ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებენ.

„ინტენსიური დაბომბვები დაიწყო 3 -ში რუსეთის მხრიდან და მერე უკვე 7-ში დაიწყეს უკვე ღამე მათი შეიარაღებული ძალების შემოყვანა და მოგეხსენებათ, მერე უკვე 8 -ში პირველი შეტაკებაც მოხდა როდესაც გენერალი ხრულოვის კოლონას შეეტაკა ჩვენი შეიარაღებული ძალები ცხინვალთან. ვერ დავიჯერებ, რომ არ იციან იმიტომ, რომ ამის ფაქტები არსებობს. ძალიან რთულია ამ ადამიანების მოტივაციაზე საუბარი ვინც რუსულ 08.08.08-ზე საუბრობს, რომლებიც ის დრო არის როდესაც რუსები უკვე ცხინვალში შევიდნენ. მერე უკვე რამდენიმე დღე დასჭირდათ რომ გორამდე წამოსულიყვნენ. სხვათაშორის ის 4-5 დღე რაც გაძლო ქართულმა სახელმწიფო სისტემამ, 30 კმ-ს გავლა გაუჭირდათ რუსებს ამ პერიოდში. გვეყო, რომ სახელმწიფო შეგვენარჩუნებინა და რუსეთს არ მივეცით საშუალება, რომ ბოლომდე გაენადგურებინა საქართველო. რაც იყო მისი მიზანი. სამხრეთ ოსეთი საერთოდ არაფერში არ აინტერესებდა, დღესაც არ აინტერესებს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი შენაერთები როკის გვირაბის გავლით საქართველოში 7 აგვისტოს შემოვიდნენ. ოპოზიციაც და მთელი დასავლური სამყაროც აგვისტოს ომის ტრაგიკულ მოვლენებს გუშინვე 7 აგვისტოს გამოეხმაურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები