04 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
"გავრილოვის ღამე თბილისში, საქართველოში გაჩნდნენ საკუთარი "ბალოტნაიას" პატიმრები?" - BBC-ის რუსული ბიურო სტატიას ქვეყნებს 

"გავრილოვის ღამე თბილისში, საქართველოში გაჩდნენ საკუთარი "ბალოტნაიას" პატიმრები?"- სტატიას ამ სათაურით თბილისში 20 ივნისის შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე BBC-ის რუსული ბიურო აქვეყნებს. ავტორი ძირითადად ოპოზიცის ლიდერების დევნაზე ამახვილებს ყურადღებას.

სტატიაში საუბარია, რომ ნიკა მელია უკვე ერთ თვეზე მეტია, ელექტრონულ სამაჯურს ატარებს და ის ბრიფინგებს ჟურნალისტებისთვის სახლიდან მართავს.

ავტორი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასაც ეხმაურება და ოპოზიციის მოსაზრება მოჰყავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, მათ შორის ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" შესახებ.

სტატიაში წერია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ მფლობელობაში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსს გადაეცა, რომლის უკანაც, ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება დგას და მათი მიზანი არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

ავტორის თქმითვე, გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული ადამიანების უმეტესობას მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან, თუმცა გამოძიება უფრო მძიმე მუხლებითაც მიმდინარეობს, როგორიცაა შეთქმულება და ამბოხი კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით.  

დღის ამბები