03 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
როდის და რაზე იმსჯელებს პარლამენტი შალვა თადუმაძის გათავისუფლებაზე თუ მის დანიშვნაზე უზენაეს სასამართლოში - ნიკა გვარამია

„შალვა თადუმაძე როდის მიეცემა პასუხისგებაში“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ ანა ნაცვლიშვილის სკანდალური განცხადების შეფასებისას გააკეთა. ნაცვლიშვილის თქმით, ის გაეცნო პროკურატურის მიერ ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის დასაბუთების მიზნით გადაგზავნილ დოკუმენტს.

ნაცვლიშვილმა გაარკვია, რომ ზემოთხსენებული 4 შემთხვევიდან ერთი საერთოდ ტყუილი იყო, დარჩენილი სამი ოდნავადაც არ გავს მელიას საქმეს.

ნიკა გვარამიას თქმით, პარლამენტში წარდგენილი ყალბი დოკუმენტების გამო შალვა თადუმაძის იმუნიტეტზე უნდა წარიმართოს მსჯელობა.

„თუ ხელმოწერის გამო მე მაძლევენ პასუხისგებაში, პარლამენტში წარდგენილი გაყალბებული დოკუმენტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი, შალვა თადუმაძე, როდის მიეცემა პასუხისგებაში, როდის მოხდება ეს და რაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში, შალვა თადუმაძის გათავისუფლებაზე და მისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე თუ მის დანიშვნაზე უზენაეს სასამართლოში. ამას ვნახავთ ძალიან მალე და ვილაპარაკებთ მერე შერჩევით სამართალზე და ხელის დაფარებაზე დამნაშავე თანამდებობის პირებზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები