03 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი თავს წააგებს - დავით ბერძენიშვილი

"ეს არის შეკერილი საქმე" - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას. პოლიტიკოსი საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ შურისძიებას ახორციელებს. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მან შეუტია ყველა დემოკრატიულ კუნძულს საქართველოში. ოპოზიციის წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძის საქმეც გაიხსენა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია ის პრინციპული ნაბიჯი ნიკა გვარამიას მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ ან პატიმრობა ან თავისუფლება.

"ივანიშვილი უპირისპირდება ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილს, მთელ დემოკრატიულ ინსტიტუციებს და ასევე აშშ-ს, ევროპას, ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს. შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილი გაუმკლავდეს ქართული საზოგადოების და დასავლეთის გამოკვეთილი მხარდაჭერის ერთობლივ ერთიან სივრცეს, წააგებს და თავს წააგებს... არავის არ გვეშინია ამ ხელისუფლების, წააგებს ისევ ხელისუფლება, მთავარი და არსებითია ის, რომ  ეს დღეები, 20 ივნისიც, ნიკა გვარამიას ყოჩაღი, ღირსეული ქმედება იქნება მნიშვნელოვანი შემადგენელი ბიძინა ივანიშვილისგან და ამ ტიპის არადემოკრატიული მმართველებისგან ქვეყნის გათავისუფლებაში,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში რუსული გავლენების გაზრდას ივანიშვილი ვერ მოახერხებს, რადგან ამის ნებას მოქალაქეები არ დართავენ.

„საქართველოში ყოველთვის ცვლილებები ხდება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის მისწრაფება და არჩევანი დადასტურებულია ხოლმე დასავლეთის და პირველ რიგში, აშშ-ის მიერ. ახლაც ის ვითარებაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს აღარ დაუხუჭავენ თვალს და არ მისცემენ საშუალებას, რომ ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესი ქვეყანა რუსეთის კონტროლქვეშ და რუსეთისკენ მაცქერალ ხელისუფლებას დაუტოვოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღის ამბები