04 მაისი 2024,   01:05
ვრცლად
შეტაკებები ჰონკონგში - პოლიციამ მომიტინგეები დაარბია

შეტაკებები საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჰონ-კონგში- ათასობით მომიტინგე მეგაპოლისის ცენტრში შეიკრიბა და აკრძალვის მოუხედავად, ქალაქის მთავარ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. სამართალდამცველებმა მათი შეჩერება სცადეს. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველმა ცრემლმდენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები ჰონკონგში უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება. მოსახლეობა დეპორტაციის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს.

დღის ამბები