03 მაისი 2024,   21:10
ვრცლად
კოკისპირული წვიმები ინდოეთში - სტიქიას 154 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 154-მდე გაიზარდა. კოკისპირულ წვიმებს ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში წყალდიდობა მოჰყვა. ჩამოწოლილ მეწყერს 50-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ ქვეყნის კერალას რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში ემსხვერპლა.

სახლები აქ ამ დრომდე 5 მეტრიანი ტალახის მასის ქვეშაა მოყოლილი. სამაშველო სამუშაოებს უამინდობა აფერხებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ მილიონამდე ადამიანი დააზარალა, ასობით ათასი ადგილობრივი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა, საავტომობილო გზები წყლითაა დაფარული. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას არ ვარაუდობენ.

დღის ამბები