03 მაისი 2024,   21:51
ვრცლად
ოფიციალური ანკარა რუსეთისგან სუ-35 ტიპის გამანადგურებლებს ყიდულობს

სარაკეტო სისტემების შემდეგ ოფიციალური ანკარა რუსეთისგან სუ-35 ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

თურქული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მიერ თურქეთისთვის ეფ-35 გამანადგურებლების მიყიდვის აკრძალვის შემდეგ, თურქეთი შეისწავლის რუსეთს სამთავრობო კომპანია როს-ობორონო-ექსპორტის შეთავაზებას და რუსული სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვაზე იმსჯელებს.

მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობამ და სხვა დაინტერესებულმა დეპარტამენტებმა ამ საკითხის გარშემო საკუთარი დასკვნა უნდა წარმოადგინონ. ოფიციალური მოლაპარაკებები ანკარასა და მოსკოვს შორის ჯერ არ დაწყებულა. 

დღის ამბები