04 მაისი 2024,   06:15
ვრცლად
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებს სირიაში - ამბოხებულებმა სამთავრობო ბაზებზე იერიში მიიტანეს 

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებს სირიაში- ბოლო 2 დღის განმავლობაში სირიელმა ამბოხებულებმა შეტევა რამდენიმე პროვინციაში მდებარე სამთავრობო ბაზებზე ერთდროულად მიიტანეს.

შეტაკებები, ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ალეპოს, ლატაკიის, იდლიბისა და ხამას პროვინციაში მოხდა. შედეგად სამთავრობო არმიის 23 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მანამდე ამბოხებულებმა თავდასხმა ხმეიმიმის პროვინციაში მდებარე რუსულ ბაზაზეც მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ 6 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. 

დღის ამბები