03 მაისი 2024,   19:57
ვრცლად
რუსეთში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულ მეცნიერებს სიკვდილის შემდგომ დააჯილდოვებენ

რუსეთში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულ მეცნიერებს სიკვდილის შემდგომ დააჯილდოვებენ. შემთხვევა არხანგელსკის ოლქში, ქალაქ სევეროდვინსკის მახლობლად რამდენიმე დღის წინ მოხდა.

5 ბირთვული ექსპერტი თეთრ ზღვაში, რაკეტის ძრავის გამოცდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ისინი დღეს დაკრძალეს. რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელმა გარდაცვლილებს ეროვნული გმირები უწოდა.

აფეთქების შემდეგ არხანგელსკის ოლქში რადიაციის დონეც გაიზარდა, რის გამოც შემთხვევის ადგილის მახლობლად გემების მოძრაობა ერთი თვით აკრძალეს.

დღის ამბები