03 მაისი 2024,   01:38
ვრცლად
გავლენიანი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება-სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

მოძალადეების დაწინაურების ფონზე, სამოქალაქო სექტორი 20 ივნისის საქმის გამოძიებას კიდევ უფრო მეტ უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუდგამს არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებას გამოძიების ობიექტურად ჩატარების შესახებ აფიქრებინებს. პირიქით, დღემდე არ არსებობს პასუხი იმაზე, თუ რა ზომები გატარდა კანონდამრღვევი პოლიციელების მიმართ. სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ აქციის დაშლისას გამოიკვეთა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს მინისტრს უნდა აეღო. ერთობლივ განცხადებას 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

„ამ პროცესში  სახელმწიფომ არ აჩვენა და ნდობა არ გაუჩინა საზოგადოებას, რომ ის ობიექტურ და სიღრმისეულ გამოძიებას აწარმოებდა. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს პასუხისმგებლობა არ აუღია მაგრამ მეორე მხარე ვხედავთ რომ დაკავებები. დაკავებები  მათ შორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით. ხშირ შემთხვევაში შაბლონური შუამდგომლობების საფუძველზე. მაქსიმალური გამჭირვალობა ისევ სახელმწიფოს ინტერესებში შედის რომ ეს ნდობა აშენდეს. თავიდან აშენდეს ის ლეგიტიმაცია რაც 20 ივნისს დაიკარგა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა, თამთა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პატრულის მაღალჩინოსანი ალექსანდრე ბირთველიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებს კიბიდან ყრიდა, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის შეფად დაინიშნა. გარდა ამისა, დააწინაურეს 20 ივნისს, მოქალაქეებზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვაჟა სირაძეც, ის საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე არის ის მაღალჩინოსანი, რომელმაც პარლამენტის წევრი ნიკა მელია შენობიდან გამოაძევა, ასევ კანონის დარღვევით და ძალის გამოყენებით ქუჩაში გამოაძევა საკანონდებლო ორგანოდან  "კურიერის" ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ოპერატორი გიორგი კვიწინიძე.

დღის ამბები