04 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
რუსეთი დაეხმარება ვენესუელას თავი დაიცვას აშშ-სგან - რუსეთის თავდაცვის მინისტრი 

რუსეთი დაეხმარება ვენესუელას თავი დაიცვას შეერთებული შტატებისგან. კერძოდ კი ვაშინგტონის მცდელობისგან, შეცვალოს ხელისუფლება ლათინოამერიკულ ქვეყანაში. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვში, ვენესუელელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან ვაშინგტონი ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევასა და რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სერგეი შოიგუმ და ვლადიმირ პადრინო-ლოპესმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოფიციალურ კარაკასსა და მოსკოვს შორის უკვე გაფორმებულია რამდენიმე მსხვილი ხელშეკრულება ვენესუელასთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ.

დღის ამბები