04 მაისი 2024,   14:36
ვრცლად
ტენესის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ტენესის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კერძო თვითმფრინავი, რომელიც ცნობილ ამერიკელ ავტომრბოლელს ეკუთვნის, აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სპორტსმენი და მისი ოჯახის წევრები ავარიის დროს ბორტზე იმყოფებოდნენ. მათ თვითმფრინავის დატოვება დროულად შეძლეს. მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი.




დღის ამბები