26 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
მიხეილ კალანდიას პროცესი გადაიდო - საქმეში ახალი ადვოკატები ჩაერთნენ 

ხორავას ქუჩის საქმე - დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის დაკითხვა იგეგმებოდა.

სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი, კალანდიების ოჯახის მიერ ადვოკატის შეცვლამ გამოიწვია. მიხეილ კალანდიას ახალმა ინტერესების დამცველმა საქმის მასალების შესასწავლად გარკვეული დრო მოითხოვა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ დაიკითხება დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა ადვოკატთა შემადგენლობა, ჩაერთო საქმეში ახალი ადვოკატი, რომელიც შუამდგომლობს, რომ მას სჭირდება დაზარალებული მხარის დაკითხვისთვის მომზადება, არ იცნობს საქმის მასალებს და ამისთვის მას დრო სჭირდება. მე მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, რომ ეს არ ემსახურებოდეს მიმდინარე პროცესების დროს ადვოკატების ასეთი ცვლილება საქმის გაჭიანურებას და საქმის მიმდინარეობას არ შეუშალოს ხელი. ამ ეტაპზე მე მაქვს ამის ეჭვი, თუმცა ამას გვიჩვენებს ალბათ მიმდინარე პროცესები,“- განაცხადა ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ.

საქმეზე სასამართლოს სხდომის ჩანიშვნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები