03 მაისი 2024,   23:47
ვრცლად
ეფშტეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - მილიარდელი ამერიკელი ფინანსისტის ცხედრის ექპერტიზის ოფიციალური შედეგები ცნობილია 

შეერთებულ შტატებში მილიარდერი ფინანსისტის ცხედრის ექპერტიზის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, ჯეფრი ეფშტეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.

66 წლის ფინანსისტს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ედებოდა ბრალი. მისი სიკვდილის შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება დაიწყეს. მათ უნდა დაადგინონ, თუ როგორ დაუშვეს კარგად დაცული საპატიმროს ზედამხედველებმა, რომ ჯეფრი ეპშტეინს თავი მოეკლა.

დღის ამბები