ჰონგკონგში მორიგი მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების მხარდასაჭერად, ქუჩებში ამჯერად მასწავლებლები გამოვიდნენ. უამინდობის მიუხედავად, აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა.
ქალაქის ცენტრში შეკრების შემდეგ მომიტინგეებმა ჰონგ-კონგის ლიდერის რეზიდენციის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს და განაცხადეს, რომ ანტი-სამთავრობო აქციებს მთელი კვირის განმავლობაში გააგრძელებენ.
დემონსტრანტებმა პოლიციასაც მოუწოდეს, რომ შეწყვიტონ სტუდენტების აქციების დარბევა გადამეტებული ძალის გამოყენებით.