20 ოქტომბერი 2019,   06:02
ვრცლად
ოკუპანტები მოსახლეობას სახლებიდან ყრიან - პრემიერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებს, პრეზიდენტი ლოპოტაზე, გორის მერი კი შავ ზღვაზე ისვენებს

თბილისიდან 109 კილომეტრში, რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს სახლებიდან აძევებენ, ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი კი ისვენებს. სალომე ზურაბიშვილის ფოტოებმა, რომელიც სავარაუდოდ, ლოპოტაზეა გადაღებული, დღეს სოციალური ქსელი მოიცვა.

სალომე ზურაბიშვილს მცოცავი ოკუპაციისა და გუგუტიანთკარიდან გამოყრილი მოსახლეობის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. გუგუთიანთკარში არ ჩასულა პრემიერ-მინისტრიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ სოფელში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობოდა.

Image may contain: 7 people, people standing, suit and outdoorმამუკა ბახტაძე დღეს მის სიახლოვეს, სოფელ წეროვანში თავდაცვის მინისტრთან და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ისინი წეროვანს მედიის გარეშე სტუმრობდნენ, პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაში კი გუგუთიანთკარის შესახებ არაფერს ამბობენ.

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სისტემა მოშლილია. ამის შედეგია ის, რომ ხელისუფლება კრიზისულ ვითარებას მოუმზადებელი და დაბნეული ხვდება. მცოცავი ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის საპასუხოდ დუმილი და უმოქმედობა კი, ოკუპანტს პოზიციებს უმყარებს და ქვეყანაში ნიჰილიზმის განცდას ამძაფრებს.

მთავრობა საკუთარი არასწორი პოლიტიკის ხაფანგში აღმოჩნდა - ასე ფიქრობს პოლიტიკური ექსპერტების ნაწილი. მათი განცხადებით, სწორედ "ოცნების" პოლიტიკის შედეგს იმკის ქვეყანა სოფელ გუგუტიანთკარში. სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ყოველი ასეთი მცდელობა მცოცავი ოკუპაციისა და უკანონო ბორდერიზაციის რუსეთს ძვირი უნდა უჯდებოდეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობს. ანალიტიკოსები ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები