04 მაისი 2024,   03:06
ვრცლად
პრაღაში ცირკის ფესტივალი გაიხსნა - 35 წლის ფრანგმა სპორტსმენმა მდინარე ვლტავას თავზე გავლებულ თოკზე გაიარა

პრაღაში ცირკის ფესტივალი შთამბეჭდავი სანახაობით გაიხსნა. 35 წლის ფრანგმა სპორტსმენმა მდინარე ვლტავას თავზე გავლებულ თოკზე გაიარა.

35 მეტრის სიმაღლეზე მან 350 მეტრის დისტანცია ისე დაფარა, რომ უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა. ეს სპორტსმენის კარიერაში თოკზე გავლილი ყველაზე დიდი მანძილია.

სანახაობას ასობით ადამიანი მდინარის ნაპირიდან და ხიდიდან ადევნებდა თვალს. ფესტივალი პრაღაში პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

დღის ამბები