26 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
უკრაინისა და სირიის საკითხი - ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი შეხვდებიან

დღეს ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი შეხვდებიან. პრეზიდენტებს შორის საუბრის მთავარი თემა უკრაინასა და სირიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხი იქნება.

მაკრონი პუტინს ქალაქ ბრეგანსონში მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლებს.
რუსული მხარის მტკიცებით, ლიდერების მოლაპარაკების დროს ასევე განიხილება ირანთან 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმების საკითხიც.

მაკრონისა და პუტინის შეხვედრა “დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე იმართება.

დღის ამბები