26 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
თვალყურს ვადევნებთ პრეზიდენტის არხეინ გულგრილობას, რომელიც პირდაპირი ლუსტრაციაა „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის - აბესაძე

გუგუტინათკარში მიმდინარე პროცესების მიმართ პრეზიდენტის დუმილს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე ეხმაურება. აბესაძის თქმით, ხელისუფლებამ მათ შორის მთავარსარდალმა, საკუთარი პრორუსული პოლიტიკა, უმოქმედობით კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოიტანა. 

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პრეზიდენტის არხეინ გულგრილობას, რომელიც პირდაპირი ლუსტრაციაა „ქართული ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის, რომელმაც წლების განმავლობაში მთლიანად მოშალა ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების სისტემები, რომელიც რუსეთის მსგავსი თვითნებური ნაბიჯების პრევენციისთვის გამოიყენებოდა და მთლიანად წაუყრუა საეთაშორისო ასპარეზზე ამ პრობლემას, რამაც უკვე შეუძლებელი გახადა დღის წესრიგში მთავარ პრობლემად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების არსებობა“, - განაცხადა აბესაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი რუსი ოკუპანტების მიერ ბორდერიზაციის პროცესის განახლებაზეც საუბრობს. 

„ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღესაც კი რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით აგრძელებს ქართული ტერიტორიების შემოღობვას, იქ სახლების დანგრევას, ხოლო საპასუხოდ ვისმენთ ხელისუფლების რეაქციას - „შვებულებაში ვარ და დამელოდეთ“, „თავისის სახლია და უნდა დაშლის, უნდა არა“, ეს არის ძალიან მავნებლური გულგრილობა და უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელსაც ყოველდღიურად ეწირება ადამიანების მშვიდი ცხოვრება და ამ ადამიანების ბედი“, - განაცხადა აბესაძემ.

გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს ისევ განახლდა. მოსახლეობა ადგილზე პრეზიდენტის და პრემიერის ჩასვლას ითხოვს. 

დღის ამბები