26 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა მოსკოვში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მასობრივ დაკავებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამავე დროს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არასწორად მიიჩნევს საფრანგეთში „ყვითელჟილეტიანების“ აქციებს და მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შორის პარალელების გავლებას.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ სურს მოსკოვში „ყვითელჟილეტიანების“ მსგავსი დემონსტრაციები.

მისი თქმით, „მოქალაქეთა ჯგუფებს არ აქვთ უფლება დაარღვიონ მოქმედი კანონი და მიიყვანონ ვითარება ხელისუფლებასთან შეტაკებამდე“.


დღის ამბები