დღეს აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ყველაზე საზარელი ტერორისტული ოპერაციიდან 18 წელი გავიდა. ამ დღეს 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებმა ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს შეაჯახეს, რასაც 3 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერაქტის სახელით შევიდა. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიება იმართება.