16 სექტემბერი 2019,   03:08
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია. სასამართლომ კალანდია პატიმრობაში დატოვა. საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის თქმით, არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

სასამართლოში, დახურულ სხდომაზე დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე დაკითხა.

სარალიძის უფლებადამცველი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ დაცვის მხარე საქმის პოლიტიზირებას ცდილობდა და კითხვების უმეტესობა სწორედ პოლიტიკურ ჭრილში იყო დასმული. 

“2-3 პროცენტი თუ იქნებოდა დასმული საქმესთან შემხებლობაში, დანარჩენი ყველა იყო პოლიტიკური შინაარსის კითხვა დასმული. რატომღაც, მხარე ყველანაირად ცდილობს, საქმე გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში. მისი დაკავება, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ მიხეილ კალანდას დაკავებას, წარმოაჩინოს როგორც პოლიტიკური მოტივით დაკავებული, ასე რომ ვთქვათ, დაზარალებულის გაჩუმების მიზნით გადადგმული ნაბიჯი“ - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.   

მიხეილ კალანდია გამოძიებამ დათუნა სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის საქმეზე რამდენიმე თვის წინ დააკავა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები