20 ოქტომბერი 2019,   11:27
ვრცლად
ინციდენტი მეტროსადგურ "სამგორში" - მგზავრი, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს 

ინციდენტი მეტროსადგურ "სამგორში" - მგზავრი, რომელიც მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა და მეტროს ქვეშ მოჰყვა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვანია.   

შემთხვევის გამო დროებით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც მეტრო მგზავრების გადაყვანას მეტროსადგურ „300 არაგველამდე“ ახორციელებდა. მომხდარი ფაქტის გამო, მგზავრებს მეტროსადგური დააცლევინეს.  

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და  მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.  

 

დღის ამბები