26 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
"სირცხვილია"-ს სტიკერები "ქართული ოცნების" დეპუტატების კაბინეტებზე

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კაბინეტებთან პროტესტის ნიშნად სტიკერები წარწერით - "სირცხვილია" გააკრეს.

აქტივისტების განცხადებით, ევროინტეგრაციის კომიტეტზე "ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტის ჩაგდებამ ცხადყო, რომ ქვეყანას მართავს პრორუსული ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზება არ აინტერესებს.

დღის ამბები