26 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური პარტიები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას პოლიტიკური პარტიები უერთდებიან. პარლამენტის წინ, სადაც აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და ახლადდაფუძნებული მოძრაობა „ლელოს“ წევრები მივიდნენ. შეკრებილი მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. 

რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია სამანქანო მოძრაობაც.   

დღის ამბები