04 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
სკანდალური შეწყალების სია - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით,  ყოველდღიურად ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდა იმისა, რომ საზოგადოებას აინტერესებს სკანდალში გარეული ფიგურანტების ვინაობა, მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება: რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა, როდესაც მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.

"კურიერმა" იმ ადამიანების ვრცელი სია მოიპოვა, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილისგან სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდნენ.  ამ სიის მიხედვით არის მკვეთრი სხვაობა დანაშაულების სიმძიმეებში, მათ შორის, ვინც ითხოვდა შეწყალებას და ვინც პრეზიდენტმა შეიწყალა.

დოკუმენტებით, რომლებიც "კურიერმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვადაზე ადრე გათავისუფლების ან სასჯელის შემსუბუქების თხოვნით ქვეყნის პირველ პირს 425-მა ადამიანმა მიმართა.

შეწყალების საქმეზე დაწყებული სკანდალის შემდეგ "კურიერმა" საქმის კიდევ რამდენიმე ახალი დეტალი გაარკვია. სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერით ციხიდან გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც პოლიციამ ე. წ. "ვარდისფერი ამფეტამინის” გასაღების გამო 1 წლის წინ დააკავა. 

მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა გათავისუფლებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების ახსნა ყველაზე მეტად დაზარალებულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უჭირთ.

ოთხმეზურის მკვლელის გარდა, მსგავსი მძიმე დანაშაულისთვის დაპატიმრებული კიდევ ორი პირია გათავისუფლებული. მარიამობის შეწყალების სკანდალი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ საპატიმრო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე დატოვა.

დღის ამბები