26 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
"ზარდიაშვილს ერთადერთი ფუნქცია, რაც აქვს პარლამენტში ეს არის კლანის პროვოკატორის როლი" - გედევან ფოფხაძე

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის პარლამენტში მომხდარი ინციდენტი "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა შეაფასა. გედი ფოფხაძემ მმართველი პარტია დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ პარლამენტში ზარდიაშვილის მთავარი ფუნქცია კლანის პროვოკატორობაა და გამომწვევი კომენტარი მას არა ერთხელ გაუკეთებია.

"ზარდიაშვილს ერთადერთი ფუნქცია, რაც აქვს პარლამენტში ეს არის კლანის პროვოკატორის როლი, კიდევ ერთხელ შეასრულა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მას ხშირად გაუკეთებია ასეთი რაღაცა. როდესაც ფაქტობრივად კანდიდატი 100%-ანად შეფასდა, როგორც სააკაშვილის რეჟიმის მორჩილი მოსამართლე, რომელიც იმ რეჟიმს ერთგულად და ასე ვთქვათ იდეურად ემსახურებოდა ყველანაირად და დღეს კლანმა გადაწყვიტა, რომ უზენაეს სასამართლოში მათთვის იქნებოდა მისაღები," - განაცხადა პარლამენტის წევრმა გედი ფოფხაძემ.

დღის ამბები