26 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
ნობელის პრემიის კანდიდატები - საპატიო ტიტულის მფლობელის ვინაობა 10 ოქტომბერს ოსლოში გაირკვევა

გრეტა თანბერგი, რომის პაპი, ანგელა მერკელი, ედუარდ სნოუდენი - ეს წლევანდელი ნობელიანტების მცირე სიაა. ნობელის პრემიაზე 300-ზე მეტი კანდიდატია წარდგენილი. საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია. ვინ გახდება შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებით საპატიო ტიტულის მფლობელი, 10 ოქტომბერს ოსლოში გაირკვევა. 

2019 წელს ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის  ყველაზე პატარა შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თანბერგია. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი რომის პაპიც. ფრანცისკე რომის კათოლიკური ეკლესიის პირველი ლათინოამერიკელი პაპია. მისი დამსახურებით, მილიონობით კათოლიკე ეკლესიას დაუბრუნდა. 

რომის პაპი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის მომხრეა. ის ევროპელ ლიდერებს ომსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს გამოქცეული ლტოლვილების შეფარებისკენ ყოველთვის მოუწოდებდა. ევროპაში რომის პაპის ყველაზე დიდი თანამოაზრე ანგელა მერკელი აღმოჩნდა. ევროპელმა პოლიტიკოსმა 2015 წლიდან მილიონზე მეტი სირიელი შეიფარა. მერკელის ეს გადაწყვეტილება არაპოპულისტური აღმოჩნდა და მის რეიტინგზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. სწორედ მერკელია კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც შესაძლოა წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვოს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე კიდევ ერთი პრეტენდენტი ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯორჯ კლუნის მეუღლე ამალ კლუნია. უფლებადამცველი ქალის სახელი ბევრ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.

2019 წელს ნობელის პრემიაზე წარდგენილია ედუარდ სნოუდენი - კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროს ამერიკელი სპეციალისტი, რომელმაც 2013 წელს მედიას საიდუმლო მასალა მიაწოდა.

 

დღის ამბები