03 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
სტიქია დასავლეთ საქართველოში - განსაკუთრებით მძიმეა ვითარება გურიისა და იმერეთის სოფლებში

იმერეთსა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.  ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა შემოსავლის მთავარი წყაროს გარეშე დატოვა. დაიტბორა ნათესები, სახლები, ეზოები. დახოცილია შინაური ფრინველი. განადგურებულია მოსავალი. 

სტიქიის ზონაში წყლის დონემ დაიწია, ნალექი შეწყდა, თუმცა მოსახლეობა დიდ ზარალზე საუბრობს. 

გურიაში ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში დაიტბორა ქუჩები და მიმდებარე 7 სოფელი. რეგიონში შექმნილია სპეცილური შტაბი, რომელიც ზარალს დაითვლის. 

ზარალს ითვლიან იმერეთშიც. წყალდიდობამ ქუთაისი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ დატბორა ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. წყალი შევიდა საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში. ქუთაისელები ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ. 

ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში წუხელ გვიან ღამით დაიწყო. საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ასრულებდნენ.

დღის ამბები