26 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
შალვა თადუმაძე: ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა

"წელიწად-ნახევრის მუშაობის პერიოდში საუბრობენ არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით ჩემს დიპლომზე  და ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, სადაც   გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა," - განცხადება შალვა თადუმაძემ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ხმაურიან მოსმენაზე გააკეთა.

"ძალიან დიდი და იმაზე მეტი შეურაცხყოფა  ავიტანე, რაც  ზოგადად ამ ფორმატებში მსოფლიოში უნდა არსებობდეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს. მე, ცოტა არ იყოს, ერთი რაღაცა მხიბლავს ამ ამბიდან, გენერალურ პროკურორად  წელიწად-ნახევრის მუშაობის განმავლობაში  გენერალურ პროკურორს ესაუბრებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერ იგონებს ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამბავს, სადაც გენერალურმა პროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა," - განაცხადა თადუმაძემ დეპუტატებთან. მისი თქმით, დღევანდელ საპარლამენტო მოსმენაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის საქმიანობას უკანონობად შეაფასებს.

 

დღის ამბები