26 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
ხანძარი ზანდუკელის ქუჩაზე - ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა

ხანძარი იყო გვიან ღამით თბილისის ცენტრში - ცეცხლი ზანდუკელის ქუჩის 38-ე ნომერში მდებარე სახლში, ბოლო სართულზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 50კვ.მ ფართობი.

ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო ეკიპაჟი. ინციდენტის შემდეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მმართვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, ცეცხლი წყლის გამათბობელს გაუჩნდა.  შემთხვევის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა.

"ჩვენი ინფორმაციით, ცეცხლი წყლის გამაცხელებელს გაუჩნდა, რომელიც აივნის მხარეს იყო დამონტაჟებული, რამაც სახურავაზე ცეცხლი გამოიწვია, მოხდა ხალხის დროული ევალუაცია,“ - აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

დღის ამბები