19 ოქტომბერი 2019,   20:15
ვრცლად
"ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს" – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცენტრალური ბანკის ოფისის მშენებლობას ეხმაურება. გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტისთვის ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება, თანხა მაინც დიდია.

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. ბიუჯეტიდან არცერთი კაპიკი არ გადის, თუმცა, მიუხედავად ამისა, გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, მაკონტროლებელი ორგანოს შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. მე ვფიქრობ, არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება,"- განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი შენობა თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე უნდა აშენდეს. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

დღის ამბები