02 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
ამერიკამ თურქეთს შესაძლოა ეკონომიკური სანქციები დაუწესოს

ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი რეგიონში ვიზიტსაც გეგმავს, სადაც სიტუაციის განმუხტვას შეეცდება. თურქეთ-სირიის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების გამო ტრამპმა ანკარის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებიც დაანონსა.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქული მხარის განცხადებით, მათი მიზანი საზღვარზე ე.წ. "უსაფრთხო ზონის" შექმნაა.

დღის ამბები