26 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
კალიფორნიაში ნავთობ-ტერმინალი იწვის

კალიფორნიაში ნავთობ-ტერმინალი იწვის. ცეცხლი სან-ფრანცისკოს მახლობლად ნავთობით სავსე ორ რეზერვუარს უკიდია. ინციდენტის გამო მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, მოსახლეობას კი უსაფრთხო ადგილზე დარჩენისკენ მოუწოდებენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები