26 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ავტომაგისტრალზე სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ რუსთავი - თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე. სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ავარიის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ის უვნებელი გადარჩა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები.

დღის ამბები