08 დეკემბერი 2019,   17:01
ვრცლად
"იყო მოსული გოჩა ვეფხვაძე ავტომატით, დადიოდა მანქანით გამოდიო უნდა მოგკლაო" - დავით რუსიას მეზობლები კონფლიქტის დღის შესახებ ჰყვებიან

ლისის ტბაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის შესახებ "კურიერმა" საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მეზობლები ჩაწერა.

დავით რუსიას მეზობლების ინფორმაციით, მათ გადმოცემით იციან თუ როგორ მოვიდა ახლა უკვე გარდაცვლილი გოჩა ვეფხვაძე რუსიასთან და როგორ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით.

"ჩვენ გავიგეთ სხვებისგან. პირადად ჩვენ არ დაგვინახავს. იყო მოსული გოჩა ვეფხვაძე ავტომატით, დადიოდა მანქანით, გამოდიო უნდა მოგკლაო, მე ესე მითხრეს. მოვისმინე, რომ რუსიას დედასთანაც მისულა ვეფხვაძე და აგინებდაო,"- ამბობენ რუსიას მეზობლები "კურიერთან" საუბრის დროს. 

​შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი დაუსწრებლად პასუხისგებაში მისცა, ისინი ამ დრომდე მიმალვაში არიან. ხუთიდან ერთი სწორედ დავით რუსიაა, ვისთანაც გარდაცვლილ გოჩა ვეფხვაძეს კონფლიქტი ჰქონდა.

 

დღის ამბები