11 დეკემბერი 2019,   21:08
ვრცლად
ესპანეთში საპროტესტო აქციაზე 200- ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ესპანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბარსელონაში ერთდროულად 5 მარში მიმდინარეობს. დემონსტრაციების გამო პარალიზებულია ქუჩები და სარკინიგზო მიმოსვლა. გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები აქციებზე მაინც გავიდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდებოდა, ბარსელონის ქუჩები ცეცხლის ალში იყო გახვეული, დემონსტრანტები წვავდნენ ნაგვის ურნებსა და საბურავებს.

შეტაკებების შედეგად დაშავდა 200 ადამიანი. გარდაიცვალა ფრანგი ტურისტი, რომელიც დემონსტრაციების გამო აეროპორტში ფეხით მივიდა. კატალონიის მომხრეები ესპანეთის სასამართლოს 2 დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ესპანეთის თემიდამ კატალონიელი სეპარატისტების 9 ლიდერს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები