20 ნოემბერი 2019,   00:09
ვრცლად
ყოფილ დაზარალებულს ლევან ძნელაძეს ბრალი წაუყენეს

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ყოფილ დაზარალებულს ლევან ძნელაძეს ბრალი წაუყენეს. ბრალის წაყენება ღუდუშაურის კლინიკაში მოხდა. გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

ძნელაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია, უფრო მეტ განმარტებებს კი ბრალის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

"ფაქტია, რომ ლევან ძნელაძე დაზარალებულია, ის სიკვდილს გადაურჩა და მის დამზიანებლებს ეს ბრალიც აქვთ წაყენებული, განზრახ მკვლელობის მცდელობა. დღეს მას ბრალი წაუყენეს 236-ე 117-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის,"- განუცხადა "კურიერს" ძნელაძის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა. 

ყიფშიძის ქუჩის საქმე არსებითად სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა შეცვალა, რომელთა საფუძველზეც, დაზარებული ძნელაძე ბრალდებული აღმოჩნდა.

"ჩვენ შემთხვევაში, დაზარალებულად ცნობისათვის საჭიროა, რომ ექსპერტიზის პასუხი დაიდოს საქმეში, თუ რა დაზიანება და რა საგნით აქვს მიყენებული, ჩემთვის როგორც არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და სტატუსის გაწელვაც არის ამის მიზეზი, რომ გივი ცინცაძეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს," - აცხადებს მამუკა ლომიძე.

შეგახსენებთ, სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა.

დღის ამბები