08 დეკემბერი 2019,   16:39
ვრცლად
გლდანის მეტროსთან არასრულწლოვანი დაჭრეს

15 წლის მოზარდს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭრილობები მისთვის უცნობმა მამაკაცმა ცივი იარაღით მიაყენა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანა იქვე მდებარე მაღაზიიდან აიღო, დაჭრას კი წინ შელაპარაკება უძღოდა.

მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა და კიდევ ერთი ოპერაციისთვის ამზადებენ. სამართალდამცავებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, 39 წლის სერგო ოსვინკინი, რომელიც ინციდენტისას, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

დღის ამბები