04 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ისრაელის რევოლუციურ ორკესტრს მასპინძლობს

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ისრაელის რევოლუციურ ორკესტრს მასპინძლობს. დღეს ორკესტრი რევოლუციურ წარმოდგენას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამართავს.

მუსიკალური ნარატივი, 75 წუთის განმავლობაში შემოქმედისა და მთხრობლის ამბავს გვიამბობს.

ისრაელის მუსიკალური ორკესტრი წარმოდგენებს 2004 წლიდან კომპოზიტორ ზოჰარ შარონის ხელმძღვანელობით მართავს. მან მოახერხა და ორკესტრში თავი მოუყარა ისრაელის წამყვან მუსიკოსებს. მუსიკალური, შემოქმედებითი და საშემსრულებლო ანსამბლი ორიგინალურ მუსიკას ასრულებს და უჩვეულო, ძალზე შთამაგონებელ და გამორჩეულ საორკესტრო ფორმატს წარმოადგენს.

რევოლუციური ორკესტრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წლევანდელ ნუსხაში რიგით მე-8 წარმოდგენაა. ფესტივალი 24 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლ "ტარტუფით" დაიხურება.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები