26 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
ახალციხის მერსა და ბიზნესმენს კორუფციულ გარიგებებში "ფლანგვის დეტექტორი" ადანაშაულებს

ახალციხის მერსა და ბიზნესმენს - ზაზა მელიქიძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. კვლევა "ფლანგვის დეტექტორმა" ჩაატარა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჯარო მოხელე ამავე დროს ბიზნესით არის დაკავებული  და ახალციხეში გამოცხადებულ ყველა ტენდერში მისი ოჯახის კომპანიები იმარჯვებენ. მკვლევარები საქმით დაინტერესებისკენ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ და ზაზა მელიქიძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევენ. 

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით ზაზა მელიქიძის კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს - ჯამში 528 ლარი. 14 შემთხვევაში კი შემსყიდველი თავად ახალციხეა.

"ადგილობრივი მაღალჩინოსანი და მისი ოჯახის წევრები, სახელდახელოდ შექმნილი კომპანიებით იგებენ იმ ტენდერებს, რომელსაც აცხადებს ადგილობრივი მთავრობა. საერთაშორისო გამჭვირვალობამ მიმართა აუდიტის სამსახურს და საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ დაიწყონ გამოძიება ზაზა მელიქიძის დეკლარაციებში დაშვებული შეცდომების გამო,"- განაცხადა ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა დავით მჟავანაძემ. მისი თქმით, კორუფციის აშკარა ნიშნები იკვეთება და ზაზა მელიქიძემ თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს.

ახალციხის მერსა და ბიზნესმენს კორუფციულ გარიგებებში "ფლანგვის დეტექტორი"  ადანაშაულებს 

დღის ამბები