26 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
არეულობა ბაქოში - აზერბაიჯანის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა

არეულობა ბაქოში - აზერბაიჯანის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

დაკავებულია აქციის 60 მონაწილე, მათ შორის, ოპოზიციური პარტია "სახალხო ფრონტის“ ლიდერი ალი კერიმლი. მოგვიანებით კერიმლი გაათავისუფლეს, თუმცა როგორც აცხადებს,  სასტიკად ნაცემია.

"პოლიციამ დამაკავა და ორჯერ მცემა, შემდეგ შემიყვანეს ოთახში სადაც მომთხოვეს, რომ ვიდეო-კამერის წინ განცხადება გამეკეთებინა, მომთხოვეს მეთქვა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ აღარ ვიბრძოლებდი, როდესაც ამაზე უარი მიიღეს კიდევ ერთხელ მცემეს," - განაცხადა გათავისუფლების შემდეგ კერიმლიმ.

მწვავეა საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია. ევროკავშირი აზერბაიჯანში მიტინგის დაშლას გმობს და ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

ცნობისთვის, დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ დაბალ ხელფასებს, კორუფციასა და არადემოკრატიულ კანონებს აპროტესტებენ.

დღის ამბები