07 დეკემბერი 2019,   12:34
ვრცლად
პუტინი-ერდოღანის შეხვედრა - თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში სირიის საზღვართან არსებული ვითარების განსახილველად ჩავიდა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ერდოღანი რუსეთში სირიის საზღვართან სამხედრო ოპერაციის საკითხის განსახილველად ჩავიდა. პუტინმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომ სირიაში რთული ვითარებაა და ერდოღანთან მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა.

"რეგიონში სიტუაცია ძალიან მწვავეა, ჩვენ ამას ვხედავთ და გვესმის. მე ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და კონსულტაციები ძალიან საჭირო იყო,"- განაცხადა პუტინმა.

დღეს საღამოს სირიის ჩრდილოეთით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ვადა გასდის. ერდოღანი სამხედრო შეტევის განახლებით უკვე დაიმუქრა.​

დღის ამბები